Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის შს მინისტრი: ძალადობას ემსხვერპლა უსაფრთხოების ძალების 43 წევრი


ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ოთხშაბათის ძალადობის შემთხვევებს ემსხვერპლა უსაფრთხოების ძალების 43 წევრი. მინისტრმა, მუჰამედ იბრაჰიმმა ტელევიზიით გადაცემულ პრეს-კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები ქვეყანაში არსად აღარ მისცემენ დემონსტრანტებს მჯდომარე აქციის გამართვის უფლებას. მინისტრის განცხადებებს წინ უძღოდა გადაყენებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეების მიერ კაიროში დაცემული ორი საპროტესტო ბანაკის ძალადობრივი დაშლა უსაფრთხოების ძალების მხრიდან. ოფიციალური მონაცემებით, მურსის მომხრეების საწინააღმდეგო ზომებს სულ მცირე 149 ადამიანი ემსხვერპლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მუსლიმთა საძმო კი ავრცელებს ცნობას, რომ ოთხშაბათს ძალადობის შემთხვევებს 2,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მუსლიმთა საძმო მუჰამედ მურსის პრეზიდენტად აღდგენას მოითხოვს. ეგვიპტის არმიის მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, მთელი ქვეყნის მასშტაბით. კაიროში და 10 პროვინციაში ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს. აშშ გმობს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და არ ეთანხმება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. ეგვიპტის დროებითი ვიცე-პრეზიდენტი, მუჰამედ ელ-ბარადეი ძალადობის გაპროტესტების მიზნით პოსტიდან მიდის.
XS
SM
MD
LG