Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა მოქალაქეებს, რომლებიც ეგვიპტეში იმყოფებიან. სამინისტროს განცხადებით, კაიროში, ალექსანდრიასა და სხვა ქალაქებში მყოფმა მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ დემონსტრაციების და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, საკურორტო ზონაში კი თავი შეიკავონ ტერიტორიის დატოვებისგან და მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურისტულ სააგენტოებთან. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ეგვიპტეში ჩასვლას გეგმავენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს, გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
XS
SM
MD
LG