Accessibility links

logo-print

ერდოანი ეგვიპტის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს


ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ოთხშაბათს ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მომხრეების დარბევას 525 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 3500-ზე მეტი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულთა შორისაა 43 პოლიციელი. სამხედროების მიერ დანიშნულმა მთავრობამ გუშინ კაიროში შეტევა განახორციელა მურსის მომხრე ისლამისტების ორ ბანაკზე. კაიროს მოვლენებს მთელი ეგვიპტის მასშტაბით მოჰყვა ძალადობის აქტები. ამასობაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაიმეორა მოწოდება, რომ ეგვიპტის საკითხზე გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. ერდოანის თქმით, ვინც ამ ძალადობაზე დუმს, ისევე დამნაშავეა, როგორც ისინი, ვინც განახორციელა ის. თურქეთის მთავრობა, რომელსაც ისლამური ძირები აქვს, მკაცრად აკრიტიკებს ეგვიპტეში სამხედროების ინტერვენციას.
XS
SM
MD
LG