Accessibility links

logo-print

ბაღდადში სისხლიანი თავდასხმები მოხდა


ბაღდადიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ ქალაქში დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა - მათ შორის ერთი ბაღდადის დიპლომატიურ უბანთან, „მწვანე ზონასთან“ ახლოს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმებს სულ მცირე 30 ადამიანი შეეწირა და დაიჭრა 60-ზე მეტი. „მწვანე ზონასთან“ მომხდარი აფეთქების სამიზნე მუშები იყვნენ, რომელთა შორის სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ორი აფეთქება შიიტურ უბნებში მოხდა, კიდევ ერთი - შიიტების და სუნიტების შერეულ უბანში. ამ თავდასხმებამდე ერთი დღით ადრე ერაყის პრემიერ-მინისტრი, ნური ალ-მალიქი გამოვიდა განცხადებით, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ექსტრემისტების წინააღმდეგ ოპერაციებს. მიმდინარე წელს ერაყში თავდასხმებს 3,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG