Accessibility links

logo-print

"ვაშინგტონ პოსტი" სახელმწიფოს მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევებზე წერს


„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA) ათასობით შემთხვევაში დაარღვია აშშ-ში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ამ უწყების მოქმედება სცდებოდა კანონით დადგენილ უფლებამოსილებას. ეს ხდებოდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ახალი, ფართო უფლებამოსილება მიენიჭა. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ის ეფუძნება იმ საიდუმლო დოკუმენტებსა და სააგენტოს შიდა აუდიტს, რომელიც გაზეთს ამ ზაფხულს ედვარდ სნოუდენმა მიაწოდა. სნოუდენი უწყების ყოფილი კონტრაქტორია. მას ბრალადე ედება ჯაშუშობა და ახლა რუსეთში იმყოფება.
XS
SM
MD
LG