Accessibility links

logo-print

რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ინტერნეტში ანონიმურობის აკრძალვა სურს


უშიშროების ფედერალური სამსახური ამზადებს კანონპროექტს, რითაც აიკრძალება ინტერნეტში ისეთი სერვერების გამოყენება, რომლებიც საიტებზე შესვლისას მომხმარებლის ანონიმურობას უზრუნველყოფს. დღევანდელი „იზვესტია“ წერს, რომ ახალი ამკრძალავი ზომების შემუშავება უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაიწყო მოძრაობის - „თავებზე მონადირეების“ ლიდერ სერგეი ჟუკოვის წერილის პასუხად. მან მოითხოვა სერვერზე წვდომის ბლოკირება. ჟუკის აზრით, სერვერი გამოიყენება ბავშვთა პორნოგრაფიის გასავრცელებლად. უშიშროების სამსახურში აღნიშნავენ, რომ პედოფილების გარდა სერვერს იყენებენ იარაღით, ნარკოტიკებითა და ფალსიფიცირებული საბანკო ბარათებით მოვაჭრეები. „იზვესტიას“ ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვის დავალებით მზადდება.
XS
SM
MD
LG