Accessibility links

უკრაინამ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შეწყვიტა


უკრაინული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პასუხად, უკრაინამ საპასუხოდ აკრძალა ხორბლის იმპორტი რუსეთის უმთავრესი ხორბლის მწარმოებელი რეგიონებიდან. უკრაინის სანიტარული და ვეტერინარული სამსახურის გადაწყვეტილებით, თურქულისა და ჯილეხის დაავადების გავრცელების საშიშროების გამო ხუთშაბათიდან შეჩერდა ხორბლის იმპორტი ციმბირის, ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქიდან. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით, რუსეთის საბაჟო სამსახურის მიერ დაწესებულ ადრე დიდი რაოდენობით უკრაინული პროდუქცია დაგროვდა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საბაჟო შემოწმების წესების გამკაცრების შემდეგ. უკრაინის მომხმარებელთა ფედერაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟომ ყველა უკრაინელი იმპორტიორი არასანდო მომწოდებლების სიაში შეიტანა. გენადი ონიშჩენკომ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის „როსპოტრებნადზორის“ უფროსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პასუხად, რუსეთმა უკრაინას სავაჭრო ომი გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG