Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი თურქულენოვანი ქვეყნების სამიტს მასპინძლობს


აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით აზერბაიჯანის ქალაქ კაბალაში თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის კავშირის სამიტი მიმდინარეობს. ოთხი ქვეყნის ლიდერები პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო თანამშრომლობას. კერძოდ, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გამოვიდა მოწოდებით, რომ ერთობლივად იმუშაონ სავაჭრო ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარებისათვის. ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი კი გამოვიდა ინიციატივით ცენტრალური აზიის გავლით თურქეთ-ჩინეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის თაობაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა კი ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის, სამთო გადამამუშავებელი და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ოთხი ქვეყნის პრეზდენტებმა განიხილეს საკითხი კავშირის წევრი ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ. თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის კავშირი 2009 წელს დაარსდა და ამჟამად მისი მორიგე თავმჯდომარ ქვეყანა აზერბაიჯანია.
XS
SM
MD
LG