Accessibility links

სალეჰი ირანის ბირთვული უწყების უფროსად დაინიშნა


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ქვეყნის ბირთვული უწყების ხელმძღვანელად ალი აქბარ სალეჰი დანიშნა. მას ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სალეჰი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში თეირანის საგანგებო წარმომადგენლად მუშაობდა. წინა პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმანიდენაჟდის დროს კი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში. ალი აქბარ სალეჰი ცნობილია როგორც ზომიერი ირანელი პოლიტიკოსი.
XS
SM
MD
LG