Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებებს კვლავ მოჰყვა მსხვერპლი


ეგვიპტიდან მიღებული ცნობებით, სულ მცირე 24 კაცი დაიღუპა პარასკევს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით დამხობილი ისლამისტი პრეზიდენტის მუჰამედ მურისის ათეულ ათასობით მომხრე გამოვიდა ქუჩებში. დასავლეთის მედიის თანახმად მხოლოდ კაიროს ცენტრალურ რამზესის მოედანზე მომხდარ შეტაკებებში 11 კაცი დაიღუპა. "მუსლიმანთა საძმო" კი 25 დაღუპულზე საუბრობს. ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ისმაილიაში კი პოლიციამ მურსის ოთხი მომხრე დახოცა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით კი კაიროში ერთი პოლიციელი დაიღუპა. „მუსულმანთა საძმო“ ეგვიპტელებს ამბოხისა და „მრისხანების პარასკევისკენ“ მოუწოდა. ოთხშაბათის შემდეგ ეგვიპტეში შეტაკებებისას 620-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ერთთვიანი კომენდანტის საათი შემოიღო.
XS
SM
MD
LG