Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტები მურსის მომხრეებს ახალი საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებენ


ეგვიპტეში, ისლამისტებმა პარასკევს მოუწოდეს ჩამოგდებული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეებს, გაგრძელონ საპროტესტო აქციები კიდევ, სულ მცირე ერთი კვირით, ყოველდღიურად. პარასკევს შეტაკებების მსხვერპლი გახდა სულ მცირე, 70 ადამიანი. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მარტო კაიროში დახოცილთა რიცხვი 50-ია. „მუსლიმთა საძმომ“ მოქალაქეებს მოუწოდა „რისხვის პარასკევი“ მოეწყოთ, ოთხშაბათს არმის მიერ საპრტესტო გამოსვლების ასეულობით მონაწილის დახოცვის გამო. ამ დღეს დახოცილთა ოფიციალურმა რიცხვმა 620-ს მიაღწია. ეგვიპტის ახლანდელი მთავრობა უარყოფს საერთაშორისო კრიტიკას მურსის მოხრეთა სასტიკი ჩახშობის გამო. მთავრობა აცხადებს, რომ კრიტიკა ეფუძნება არა ფაქტებს და მას შეიძლება „უკანონო შეიარაღებული ძალების“ გააქტიურება მოჰყვეს.მომავალ კვირაში კაიროში ჩასვლას გეგმავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, ჯეფრი ფელტმანი, რომელიც ვითარების მოგვარების გზების ძიების გარშემო ქვეყნის ლიდერებთან მოილაპარაკებს.
XS
SM
MD
LG