Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები კაიროს ალყაში მოქცეულ მეჩეთში შევიდნენ


ეგვიპტის უსაფრთხოების ძლები შევიდნენ კაიროს იმ მეჩეთში, რომელიც ისლამისტი პრეზიდენტის მუჰამედ მუსრის მომხრეებს მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, „მუსლიმანთა საძმოს“ მომხრეებმა ალ ფათეჰის მეჩეთს თავი პარასკევს მომხდარი იმ შეტაკებების შემდეგ შეაფარეს, რომლის დროსაც 80-ზე მეტი კაცი დაიღუპა. ეგვიპტელები კიდევ უფრო მეტ არეულობას ელოდებიან მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში უსაფრთხოების ძლებსა და დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის მომხდარ შეტაკებებში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, რომ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს „მუსლიმთა საძმოს“ 1000-მდე მომხრე დააპატიმრა. ბოლო შეტაკებები ეგვიპტეში მოჰყვა „რისხვის პარასკევს“, რითაც დამხობილი პრეზიდენტს მომხრეებმა წინა დღეებში მათი საპროტესტო ბანაკების დაშლა და 600- კაცის დაღუპვა გააპროტესტეს.
XS
SM
MD
LG