Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექსტრემისტებმა სამოქალაქო პირები დახოცეს


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით 14 სამოქალაქო პირი შეეწირა ორ სხვადასხვა იერიშს, რომელიც ჰელმანდისა და ჰერათის პროვინციებში თალიბმა მებრძოლებმა მოაწყვეს. შაბათ დილით სამგზავრო მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა ჰელმანდის მარჯაჰის რაიონში, წუხელ კი ექსტრემისტები ჰერათის რაიონში საგზაო მშენებლების საცხოვრებელ შენობას დაესხნენ თავს. ბოლო მსხვერპლის ჩათვლით კიდევ უფრო გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სამოქალაქო მოსახლეობაში. გაეროს ანგარიშით, შარშანდელთან შედარებით წელს 23 %-თ გაიზრდა ექსტრემისტების თავდასხმების დროს ავღანეთში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა. ანგარიშის თანახმად დაიღუპა 1319 სამოქალაქო პირი, დაიჭრა - 2533 .
XS
SM
MD
LG