Accessibility links

logo-print

რუსეთში თბომავლის ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა


რუსეთის ომსკის ოლქში თბომავლის ბარჟასთან შეჯახების შედეგად ოთხი კაცი დაიღუპა, ექვს უგოზუკვლოდ დაკარგულს კი მყვინთავები ეძებენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დაზიანდა 46 კაცი, რომელთანაგ 14 , მათ შორის ორი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. სამინისტროს ცნობით, შეჯახება მოხდა იმის გამო, რომ ბარჟის კაპიტანმა „არ შეასრულა გემების გვერდის ავლის მოთხოვნები.“ გემების ავარია მდინარე ირტიშში, ომსკიდან 10 კილომეტრის დაშორებით მოხდა. თბომავლის გემბანზე 50 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG