Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია „მაესტროს“ ცნობილი ჟურნალისტები ტოვებენ


ტელეკომპანია „მაესტროს“ ცნობილი ჟურნალისტები ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკით არხის დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ავრცელებს. ღლონტი მიზეზად ტელევიზიის მიმართ ხელისუფლების ერთი ფრთის მიერ „წესების გარეშე“ ბრძოლაზე საუბრობს, თუმცა, არ აკონკრეტებს თუ რომელი პოლიტიკოსი დგას ჟურნალისტების დენადობის უკან. ამასთან ტელევიზია უკვე დატოვა რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის თეა სიჭინავამ, რომელიც „იმედზე“ განაგრძობს მოღვაწეობას. თავდაპირველი ინფორმაციის მიუხედავად, გადაწყევტილება „მაესტროს“ დატოვების შესახებ ჯერ არ მოუღია გადაცემა „პოლიტმეტრის“ ავტორსა და წამყვანს ნინო ჟიჟილაშვილს, თუმცა ის ტელეკომპანია იმედის შეთავაზებაზე ფიქრობს.
XS
SM
MD
LG