Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილი მომხრეებს დარწმუნებულია გამარჯვებაში


„28-ოქტომბერს, გამთენიისას ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. მე ვიბრძოლებ თქვენთვის და თქვენ იბრძოლეთ ჩემთვის და გავიმარჯვებთ!", - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა კუს ტბაზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას. მარგველაშვილი ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებას დაესწრო და მათ სიტყვით მიმართა. "ერთი წლის წინ, შევცვალეთ ის, რისი შეცვლაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა, რომ ეს ცვლილება იყოს სტაბილური და აღარაფერი დაემუქროთ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას და მათ მომავალს“, - განაცხადა მარგველაშვილმა. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 27 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG