Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში წუხელ მომხდარ შეტაკებებს 174 კაცი ემსხვერპლა


ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით წუხელ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შეტაკებისას 173 კაცი დაიღუპა. დაძაბულობის ეპიცენტრი იყო კაირო, სადაც ეგვიპტის უსაფრთხოების ძლები შტურმით შეიჭრნენა ალ ფათეჰის მეჩეთში, რომელიც ისლამისტი პრეზიდენტის მუჰამედ მოსრის მომხრეებს მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. ეგვიპტელები კიდევ უფრო მეტ არეულობას ელოდებიან მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში უსაფრთხოების ძლებსა და დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის მომხდარ შეტაკებებში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, რომ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს „მუსლიმთა საძმოს“ 1000-მდე მომხრე დააპატიმრა. ბოლო შეტაკებები ეგვიპტეში მოჰყვა „რისხვის პარასკევს“, რითაც დამხობილი პრეზიდენტს მომხრეებმა წინა დღეებში მათი საპროტესტო ბანაკების დაშლა და 600- კაცის დაღუპვა გააპროტესტეს.
XS
SM
MD
LG