Accessibility links

ირანის პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკაში ახალი დევიზების აუცილებლობაზე ლაპარაკობს


ირანის ახალი პრეზიდენტი მოუწოდებს ქვეყნის საგარეო უწყებას, რათა განთავისუფლდეს პოპულისტური დევიზებისაგან. როჰანი ამბობს, რომ ამომრჩევლები, რომლებმაც მას ხმა მისცეს 14 ივნისის არჩევნებში, უფრო რაციონალურ საგარეო პოლიტიკას ითხოვენ. ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზაფირის წარდგინების დროს შაბათს ისაუბრა. მის თქმით, „საგარეო პოლიტიკა დევიზების გამეორებით ვერ განხორციელდება“, რიტაც აშკარად მინიშნა მისი წინამორბედის მახმუდ აჰმადინეჟადის მგზნებარე რიტორიკაზე. თუმცა, ირანის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საუბარი „მეთოდების“, და არა პრინციპების შეცვლაზე.
XS
SM
MD
LG