Accessibility links

logo-print

ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა გაწმინდეს კაიროს მეჩეთი


ეგვიპტის უსაფრთხოები ძალები აცხადებენ, რომ მათ გაწმინდეს მეჩეთი კაიროში, რომელსაც დამხობილი პრეზიდენტოს მუჰამედ მორსის მომხრეები რამდენიმე საათის განმავლობაში აფარებდნენ თავს. მანამდე შაბათ დილის სროლის ხმა ისმოდა და ცრემლმდენი გაზის კვამლი იდგა ალ ფატეჰის მეჩეთში. მეჩეთზე იერიში დაიწყო დაიწყო მას შემდეგ, რაც პარასკევს ისლამისტების მიერ გამოცხადებული „რისხვის პარასკევს“ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებში 173 კაცი დაიღუპა. საერთოდ კი კვირის განმავლობაში მომხდარ ძალადობაში, რაც უსაფრთხოების ძალების მიერ ისლამისტების საპროტესტო ბანაკების დარბევას მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით, 750 კაცი დაიღუპა. ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი განიხილავს დამხობილი პრეზიდენტის მომხრე ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ კანონგარეშე გამოცხადების საკითხს.
XS
SM
MD
LG