Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ


დაახლოებით 17 ათასი ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონში მოვარდნილ წყალდიდობის დროს, რომლის მსგავსი 120 წლის განმავლობაში არ მომხდარა. რუსეთის მედიის ინფორმაციით, თუკი წყალდიდობა გაძლიერდება, შესაძლოა საჭირო გახდეს 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია. ვიდეო-კონფერენციის დროს, რომელიც შაბათს სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ წყალდიდობის შედეგად 5 300 სახლი დაინგრა. ოფიციალური ინფორმაციით წყლის დონე მდინარე ამურში სწრაფად მატულობს. რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური უწყების პროგნოზით, წყალდიდობა კლებას მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს.
XS
SM
MD
LG