Accessibility links

ქიმიური იარაღის ექსპერტები დამასკში ჩავიდნენ


დამასკში ჩავიდა გაეროს ინსპექტორების ჯგუფი, რომლებმაც უნდა შეისწავლონ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები. ჯგუფი კვირას ჩავიდა სირიაში და ორი კვირის განმავლობაში დარჩება. მოკონფლიქტე მხარეები სირიაში ერთმანეთს ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში სამოქალაქო ომში, რომლის დროსაც ორი წლის განმავლობაში 100 ათასი ადამიანი დაიღუპა. გაეროს ოცკაციანი ინსპექტორების ჯგუფი, რომელსაც შვედი მეცნიერი ალე სელსტრომი უდგას სათავეში, ქალაქ ალეპოსთან ახლომდებარე ხან ალ ასალის არეალს და კიდევ რამდენიმე მანამდე შეუსწავლელ ადგილს გამოიკვლევს. გაეროს ინსპექტორთა ჯგუფი სარიაში აპრილში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ვიზიტი გადაიდო პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების გამო.
XS
SM
MD
LG