Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში დაძაბულობა განიმუხტა


პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. მათივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პანკისში დაპირისპირება 5 მოქალაქეს შორის მოხდა. "ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. რაც შეეხება სპეცრაზმის შეყვანას, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. სპეცრაზმი არც გუშინ ყოფილა ადგილზე და არც დღეს არის", - განმარტეს შს სამინისტროში.
XS
SM
MD
LG