Accessibility links

logo-print

ევროკავშირი აპირებს გადახედოს ეგვიპტესთან ურთიერთობას


ევროკავშირის აპირებს გადახედოს ურთიერთობებს ეგვიპტესთან იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში კვლავ გრძელდება ძალადობა. კვირას გავრცელებულ განცხადებაში, ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მოუწოდებენ მოკონფლიქტე მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და შეწყვიტონ ძალადობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი სასწრაფოდ“ გადახედავს ურთიერთობას ეგვიპტესთან და რამდენიმე დღეში „მიიღებს ზომებს“, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ძალადობა. კვირის განმავლობაში მომხდარ ძალადობაში, რაც უსაფრთხოების ძალების მიერ ისლამისტების საპროტესტო ბანაკების დარბევას მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით, 750 კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG