Accessibility links

logo-print

მედვედევმა ნაკრძალად გამოაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ზოგიერთი ტერიტორია


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, პრემიერმა ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა. რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარი უშუალოდ ეკვრის რუსეთის მხრიდან კავკასიის სახელმწიფო ბიოსფერულ ნაკრძალს, აფხაზური მხრიდან კი რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკს. "მითითებულ განსაკუთრებით დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია დასავლეთ კავკასიის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებისთვის. ამასთან, ტერიტორიის ტრანსსასაზღვრო განლაგება ქმნის დიდ ეკოლოგიურ დერეფანს, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ფართობზე ცხოველთა და მცენარეთა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
XS
SM
MD
LG