Accessibility links

logo-print

ნავალნი უარს ამბობს დებატებზე, რომლებსაც წამყვანი არხები არ აშუქებენ


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მოსკოვის მერობის კანდიდატი ალექსეი ნავალნი უარს ამბობს წინასარჩევნო დებატებზე, თუკი მას რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებები არ გააშუქებენ. კვირას სოციალური მედიის გავრცელებულ განცხადებაში, იმის გამო, რომ შეხვედრებს მხოლოდ მცირე ტელეკომპანიებისა და რამდენიმე რადიოსადგურის ჟურნალისტები ესწრებიან, ნავალნის ურჩევნია, რომ წინასაარჩევნო კომპანია უშუალოდ პირდაპირ შეხვედრებს დაუთმოს. მოსკოვის მოქმედი მერი სერგეი სობიანინი კვლავ უარს ამბობს სხვა კანდიდატებთან დებატებზე. მოსკოვის მერის არჩევნები 8 სექტემბერს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG