Accessibility links

logo-print

ეგვიპტის არმიის სარდლობა ძალადობის აღკვეთის პირობას დებს


ეგვიპტის არმიის სარდალმა გამაცხადა, რომ არმია არ დაუშვებს შემდგომ ძალადობას ქვეყანაში. კვირის განმავლობაში მომხდარ შეტაკებებში, რაც უსაფრთხოების ძალების მიერ დამხობილი პრეზიდენტის მომხრე ისლამისტების საპროტესტო ბანაკების დარბევას მოჰყვა, ქვეყნის მასშტაბით 750 კაცი დაიღუპა. კვირას გენერალმა აბდულ ფატა ალ სისიმ განაცხადა, რომ „არმია არასოდეს შეეგუება ქვეყნის ნგრევას.“ მან მუჰამედ მორსის მომხრეების გასაგონადაც გაიმეორა, რომ „ეგვიპტეში შესაძლებლობა ყველასთვის არსებობს.“ ამასთან დამხობილი პრეზიდენტის მომხრე „მუსლიმანთ საძმომ“ კვლავ მოუწოდა საკუთარ მომხრეებს განაახლონ კვირას საპროტესტო დემონსტრაციები.
XS
SM
MD
LG