Accessibility links

წვიმებმა დაბა ურეკსა და ლანჩხუთში პრობლემები შექმნა


გამთენიისას მოსული უხვი ნალექის გამო, დაბა ურეკის საკურორტო ზონის ნაწილი დაიტბორა. გურიის სამხარეო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ურეკში დატბორილი სახლებიდან, მსუბუქი ავტომანქანების გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ადგილობრივებისა და დამსვენებლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას. ურეკში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. დაბა ურეკში, სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას, შესაბამისი კომისია მომავალი სამი დღის განმავლობაში დაადგენს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ განუცხადა. მისი თქმით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები მუშაობას უკვე შეუდგნენ.
XS
SM
MD
LG