Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სირიაში გაეროს ექსპერტებმა კვლევა დაიწყეს


დამასკში ჩასულმა გაეროს ინსპექტორების ჯგუფმა დაიწყო სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების შესწავლა. ჯგუფი, რომელსაც ქიმიური იარაღის შვედი ექსპერტი, აკე სელსტრომი ხელმძღვანელობს, კვირას ჩავიდა სირიაში და ორი კვირის განმავლობაში დარჩება. მოკონფლიქტე მხარეები სირიაში ერთმანეთს ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში სამოქალაქო ომის დროს. ექსპერტებისი ჩასვლის გამო სირიის მთავრობამ ჯგუფს სრული თანადგომა აღუქვა. ოპოზიციის იმ სამხედრო ფრთის წარმომადგენელი, რომელსაც დასავლეთი ემხრობა, მიესალმა ექსპერტების ჩასვლას, მაგრამ სკეპტიციზმი გამოთქვა ჯგუფის წარმატებული მუშაობის თაობაზე. გაეროს ოცკაციანი ჯგუფი ქალაქ ალეპოსთან ახლომდებარე ხან ალ ასალის არეალს და კიდევ რამდენიმე მანამდე შეუსწავლელ ადგილს გამოიკვლევს. ამ ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG