Accessibility links

logo-print

ამ დრომდე არ არის დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაუწყებლობას შეწყვეტს მე-9 არხი


ოფიციალურად ამ დრომდე არ არის დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან მაუწყებლობას შეწყვეტს ტელეკომპანია მე-9 არხი, რომლის მფლობელი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძეა. წინასწარი ინფორმაციით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს 15 საათზე უნდა გაემართათ პრესკონფერენცია, რომელიც არ შედგა. მთავრობის პრესსამსახურში ჟურნალისტებს აცნობეს, რომ განცხადების გავრცელებას პრემიერ-მინისტრიც გეგმავს.
XS
SM
MD
LG