საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ახალი ტელეარხები და გაზეთები იხსნებოდა. ”მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში რეალურად იყო სამი არხი რუსთავი 2, იმედი და პირველი არხი და ახლა რამდენიმე ათეულია” - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ”რაც უფრო მეტი ტელეარხი იქნება, მეტი საშუალება ექნება ადამიანს მიიღოს თუნდაც არასწორი ინფორმაცია და შემდეგ ბევრი არასწორი ინფორმაციის შედარებით, რაღაც სწორი ინფორმაცია გამოვა."
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ახალი ტელეარხები და გაზეთები იხსნებოდა
ყველაზე პოპულარული
1