Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის და კიდევ რამდენიმე პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გადასცა ბრალდებისა და დაცვის მხარეებს


თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის და კიდევ რამდენიმე პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაბუთებული, გამამართლებელი განაჩენი გადასცა ბრალდებისა და დაცვის მხარეებს. სასამართლოს განმარტებით, ”გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ საქმეზე არასაკმარისია.” სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულების ბაჩანა ახალაიას, გაგა მკურნალიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის ქმედებებში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დანაშაულის ნიშნების არსებობას და ახალაიას ქმედებაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასაც. რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, სასამართლო განმარტავს, რომ მის საქმეზე არცერთ ეპიზოდზე არ მსჯელობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაია და მასთან ერთად სამხედრო მოსამსახურეთა წამებაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სხვა პირები 1 აგვისტოს გაამართლა. განაჩენის გასაჩივრებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
XS
SM
MD
LG