Accessibility links

logo-print

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებითვის საერთაშორისო მეთვალყურეთა ფართო სპექტრის მიწვევის გამო კმაყოფილება გამოთქვა ჯეიმს აპატურაიმ


საქართველოს მთავრობის მიერ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებითვის საერთაშორისო მეთვალყურეთა ფართო სპექტრის მიწვევის გამო კმაყოფილება გამოთქვა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აპატურაი ამ გადაწყვეტილებას აფასებს ნათელ სიგნალად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ განიზრახა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რასაც ნატო მიიჩნევს ძალიან მნიშვნელოვნად საქართველოს ხალხისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერგაციისთვის. ჯეიმს აპატურაი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში აქტიურ და პროფესიონალ დელეგაციას გაგზავნის.
XS
SM
MD
LG