Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ მინისტრი: სექტემბრიდან "მეცხრე არხი" დაიხურება, თუ არ გამოჩნდება მყიდველი


საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია "მე–9 არხისა“, გარშემო. განცხადების თანახმად,
პოემიერმა და მისმა და ოჯახმა მივიღეს გადაწყვეტილება 1–ელი სექტემბრიდან ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის დახურვასთან დაკავშირებით. ივანიშვილის თქმით, მას ყოველთვის მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეცო, აცხადებს პრემირ-მინისტრი. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე მას და მის ოჯახს სურდა გაესხვისებინა ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“, "მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა", თქვა მან. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა.
თუ 1–ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის მუშაობა, იტყობინება ბიძინა ივანიშვილი თავისი განცხადებით.
XS
SM
MD
LG