Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ის პრეზიდენტ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც აღნიშნავს, სიმართლეს არ შეესაბამება პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ნდობას არ იმსახურებს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების რეალურ სურათს არ ასახავს. სააკაშვილის შეფასებით, "აღდგა შევარდნაძის ტრადიცია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას ჩვენ აღარ უნდა ვენდოთ", რადგან "პროკურატურის მონაცემები არ ემთხვევა პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ გაფილტრულ და გაყალბებულ მონაცემებს". სააკაშვილი ხედავს საქართველოში დანაშაულის ზრდის ტენდენციას.
XS
SM
MD
LG