Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან ერაყში კიდევ ათასობით ლტოლვილი გადავიდა


გაეროს მონაცემებით, ხუთშაბათიდან მოყოლებული 30 ათასამდე ლტოლვილი გადავიდა სირიიდან ჩრდილოეთ ერაყში. ლტოლვილების დიდ ნაწილს სირიელი ქურთები შეადგენენ. ისინი გაიქცნენ რეგიონიდან, რომელშიც ისლამისტების ჯგუფებსა და ქურთების შეიარაღებულ რაზმებს შორის შეტაკებები გააქტიურდა. ერაყში უკვე 154 ათასზე მეტი სირიელი ლტოლვილია აღრიცხული. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, თითქმის ორი მილიონი ადამიანია გაქცეული სირიიდან მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში 29 თვის წინ დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება. გაქცეულების უმრავლესობამ იორდანიას, თურქეთსა და ლიბანს მიაშურა.
XS
SM
MD
LG