Accessibility links

logo-print

"მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ ორშაბათს, თბილისის დროით 21 საათზე "მე-9 არხის" საინფორმაციო გამოშვებაში მომზადებული სიუჟეტიდან გახდა ცნობილი. სიუჟეტში ნათქვამია, რომ არხის საინფორმაციო სამსახურმა უარი თქვა მუშაობის 10 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე და კოლექტივმა მიიღო გადაწყვეტილება მუშაობის შეჩერების თაობაზე. ჯერ მუშაობას განაგრძობს სააგენტო "ინფო 9". მისი ხელმძღვანელის, მანანა ელიაშვილის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები 11 დღის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ორშაბათს, უფრო ადრე გააკეთა განცხადება ტელეკომპანია "მე–9 არხის“ თაობაზე. ამ განცხადებით, პრემიერმა და მისმა ოჯახმა მიიღეს გადაწყვეტილება 1 სექტემბრიდან ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის დახურვასთან დაკავშირებით, თუ მანამდე მყიდველი არ გამოჩნდებოდა. ივანიშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ.
XS
SM
MD
LG