Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერვეზ მუშარაფს სასამართლომ მკვლელობაში დასდო ბრალი


სამშაბათს პაკისტანის სასამართლომ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ყოფილ სამხედრო მმართველ ფერვეზ მუშარაფს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეზე. ბჰუტო 2007 წელს მოკლეს. რავალპინდიში გამართულ სასამართლო სხდომაზე ფერვეზ მუშარაფს სამი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის - მკვლელობასა და მკვლელობის ორგანიზებაში. მუშარაფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო სხდომა დახურული იყო. რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა სასამართლოს შენობას. სხდომა ჯერ კიდევ 6 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა, მუშარაფზე თავდასხმის საფრთხის გამო გადაიდო.
XS
SM
MD
LG