Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთისა და პაკისტანის ფეხბურთის გუნდები დღეს ამხანაგურ მატჩს გამართავენ


ავღანეთისა და პაკისტანის ფეხბურთის გუნდები დღეს ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ასეთი რამ პირველად ხდება ბოლო 30 წლის განმავლობაში. კაბულის 6000 კაციან სტადიონზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთები 2-დან 5 დოლარამდე ღირდა. ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა კარამუდინ კარიმმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა „ავღანეთში ვითარების ნორმალიზაციის დადებითი სიგნალი იქნება“. პაკისტანისა და ავღანეთის გუნდები ერთმანეთს ბოლოს 1976 წელს შეხვდნენ. მაშინ მატჩი ავღანეთის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეჭრამ, სამოქალაქო ომმა და თალიბანის მმართველობამ შეუძლებელი გახადა გუნდების მორიგი შეხვედრა. თალიბანი არ კრძალავდა ფეხბურთს, თუმცა სპორტი უგულებელყოფილი იყო და სტადიონები ხშირად ადამიანების სიკვდილით დასჯის ადგილად გამოიყენებოდა.
XS
SM
MD
LG