Accessibility links

„ფუკუშიმის“ სადგურიდან 300-მდე ტონა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა


იაპონიაში „ფუკუშიმის“ ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი კომპანია „ტეპკო“ აცხადებს, რომ სადგურის საცავიდან 300 ტონამდე რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. „ტეპკომ“, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ატომურ ელექტროსადგურს, დღეს გამოაცხადა, რომ ცდილობს დაადგინოს, რამ გამოიწვია გაჟონვა, რომელსაც შესაძლოა, რადიაციით ნიადაგის დაბინძურება მოჰყვა. გაჟონვასთან დაკავშირებით ფუკუშიმის ატომურ ელექტროსადგურზე საგანგებო სამუშაოები მიმდინარეობს წყლის სხვა საცავში გადასაქაჩად. „ფუკუშიმის“ ატომური ელექტროსადგურის რეაქტორები მძიმედ დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა 2011 წლის მარტში, ძლიერი მიწისძვრის და ცუნამის შედეგად.
XS
SM
MD
LG