Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ოკეანეში მიგრანტების ნავი ჩაიძირა


ინდოეთის ოკეანეში მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ავსტრალიის სამაშველო შენაერთებმა 106 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ნავი სამშაბათს ჩაიძირა შობის კუნძულის ჩრდილოეთით, 220-მდე კილომეტრში. ავსტრალიას ამ კუნძულზე აქვს განთავსებული თავშესაფრის მიღების მსურველთა ბანაკი. ცნობილი არ არის, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ნავში. გრძელდება სამაშველო ოპერაციები. ავსტრალია ცდილობს, მიგრანტებს ხელი ააღებინოს ნავებით სახიფათო მგზავრობაზე. გასულ თვეში გაკეთდა განცხადება, რომ ავსტრალია აღარ მიიღებს მიგრანტებს, რომლებიც ნავებით ცდილობენ ამ ქვეყანაში ჩასვლას. ახალი პროგრამა ითვალისწინებს მიგრანტების გადაყვანას პაპუა ახალ გვინეისა და ნაურუს ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG