Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუბა ელიაშვილი: მე-9 არხის და ინფო 9-ის შეძენის არაერთი მსურველი გამოჩნდა


ტელეკომპანია მე-9 არხის და საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-ის შეძენის არაერთი მსურველი გამოჩნდა, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მე-9 არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა. მან დღეს ტელეკომპანიის ოფისში განაგრძო მუშაობა, როგორც თავად განმარტა, გასაყიდი პაკეტების მოსამზადებლად. ელიაშვილმა აღნიშნა, რომ ამავე საკითხზე მსჯელობას მფლობელებთანაც აპირებს. გენერალურ დირექტორს იმედი აქვს, რომ მე-9 არხი გაიყიდება. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 19 აგვისტოს, საღამოს შეაჩერა, რასაც წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ თუ 1 სექტემბრამდე მე-9 არხი და სააგენტო ინფო 9 არ გაიყიდება, ფუნქციონირებას შეწყვეტენ. ამ მედიასაშუალებების მფლობელი კომპანია ”აქცეპტის” 80% პრემიერის მეუღლეს ეკა ხვედელიძეს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG