Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: მე-9 არხი იყო ვლადიმერ ბედუკაძის გადაღებული ფილმის გასაშვებად შექმნილი არხი


საქართველოს პრეზიდენტი მე-9 არხის დახურვას ”არ მისტირის,” თუმცა ცუდ ფაქტად მიიჩნევს. მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მე-9 არხი იყო ”ერთი კონკრეტული რეჟისორის, ვლადიმერ ბედუკაძის გადაღებული ფილმის გასაშვებად შექმნილი არხი.” სააკაშვილის თქმით, პატიმართა წამების ამსახველი კადრები მე-9 არხის მფლობელს მინიმუმ 2011 წლის ზაფხულიდან ჰქონდა და შემდეგ შექმნა ტელეკომპანია, რომლის ერთადერთი ფუნქცია იყო შესაბამის მომენტში ეჩვენებინა ბედუკაძის მიერ გადაღებული, თუ დადგმული კადრები.
XS
SM
MD
LG