Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დილიდან ხალხმრავლობა იყო ნასამართლეობის მოხსნის საკითხის გამო


დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან. 19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით პირს მოუხსნას ნასამართლეობა ან პირობითი მსჯავრი. სწორედ ამ თხოვნით ავსებენ განაცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილი პირები. მოქალაქეებს, რომლებსაც მიხიელ სააკაშვილის შეწყალების აქტით სარგებლობა სურთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განუმარტა, რომ წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონის მეშვეობითაც შეუძლიათ. პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა არ ეხება განზრახ მკვლელობის, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის, ტრეფიკინგის, წამების, ქურდული სამყაროს წევრობის და კიდევ რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს.
XS
SM
MD
LG