Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთში ავღანეთის ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა პაკისტანთან ისტორიულ შეხვედრაში


ფეხბურთში ავღანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 3:0 დაამარცხა პაკისტანის გუნდი. სამშაბათს გამართული ამხანაგური მატჩი იყო პირველი ასეთი შეხვედრა 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ. ქაბულის 6000-კაციანი სტადიონის ბილეთები სალაროების გახსნიდან ერთ საათში გაიყიდა. ფასი ორიდან ხუთ დოლარამდე მერყეობდა. ორი მეზობელი ქვეყნის გუნდების წინ შეხვედრა 1976 წელს გაიმართა და მაშინაც ავღანეთის გამარჯვებით, 1:0, დასრულდა. საბჭოთა ინტერვენციის, სამოქალაქო ომისა და თალიბანის მმართველობის გამო გუნდებს არ ეძლეოდათ მატჩების გამართვის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG