Accessibility links

ჩეხეთის რესპუბლიკის ქვედა პალატა დაიშალა, ოქტომბერში ვადამდელი არჩევნები გაიმართება


ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატამ, პარლამენტის ქვედა პალატამ, კენჭი უყარა თვითდაშლას და 140 დეპუტატის თანხმობის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა უნდა დაამტკიცოს. ზემანმა უნდა დაამტკიცოს არჩევნების ზუსტი თარიღიც. უფლებამოსილების ვადამდელი შეჩერების კენჭისყრა საჭირო გახდა მას მერე, რაც მთავრობის მეთაურმა, ირჟი რუსნოკმა ზემანს გადადგომის თხოვნით მიმართა. ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ მოჰყვა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. რუსნოკმა შეცვალა სკანდალის შედეგად გადამდგარი პრემიერ-მინისტრი, პეტრ ნეჩასი.
XS
SM
MD
LG