Accessibility links

წითელი ჯვრის საერთაშორსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფხენიანში ჩავიდა


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი პეტერ მაურერი ესტუმრა ჩრდილოეთ კორეას, რაც ამ ჰუმანიტარული ორგანიზაციის თავკაცის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში ბოლო 21 წელიწადში. ფხენიანში მაურერის ჩასვლის მიზანია ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ორად გაყოფილი ნახევარკუნძულის ოჯახების კვლავ გაერთიანების, ასევე ჰუანიტარული საკითხების გარშემო. მაურერი სამხრეთ კორეაშიც ჩავა. დაახლოებით 72 ათასია იმ სამხრეთკორეელთა რიცხვი, რომლებსაც 1950-53 წლის ომის შემდეგ თავიანთი ჩრდილოელი ნათესავები არ უნახავთ.
XS
SM
MD
LG