Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა მურსის ჩამოგდებაში ეგვიპტელი სამხედროები და ისრაელი დაადანაშაულა


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ისრაელი დაადანაშაულა, 3 ივლისს, ეგვიპტის პრეზიდენტის, მოჰამად მურსის ჩამოგდების ორგანიზებაში. თავისი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრების წინაშე გამოსვლისას, ერდოანმა განაცხადა, რომ სწორედ ისრაელი დგას ეგვიპტელი სამხედროების უკან, რომლებმაც მურსი ჩამოაგდეს. თავისი სიტყვის დასტურად მან მოიყვანა, ისრაელის იუსტიციის მინისტრის 2011 წელს ნათქვამი სიტყვები, რომ ეგვიტის „მუსლიმთა საძმო“ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდა, რომც გაემარჯვა არჩევნებში. მურსიმ, ფიცი, როგორც პირველმა დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა, დადო, 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ სახალხო მღელვარებას სამხედროთა მიერ მისი თანამდებობიდან ჩამოშორება მოჰყვა. თურქეთი კრიტიკულია არმიის მიმართ, რომელმაც მურსის მომხრეების დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალა იხმარა. შეტაკებებს 900 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG