Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს


სირიის მთავრობა უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომელშიც ასადის რეჟიმის მიერ დამასკის გარეუბანში მეამბოხეთა პოზიციებზე იერიშის დროს ქიმიური იარაღის გამოყენებაზეა საუბარი. სირიის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ სრული სიყალბეა ცნობები, თითქოს სამთავრობო ჯარებმა ოთხშაბათ დილით მომწამვლელი აირით დატენილი რაკეტები დაუშინეს მეამბოხეებს. ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია, რომელიც ქიმიური იარაღის მასიური გამოყენების შედეგად ათობით სამოქალაქო პირის დაღუპვაზე საუბრობს, გაეროს ინსპექტორებს მოუწოდებს, რათა კვირას ჩავიდნენ დამასკში და გამოიძიონ ქიმიური იარაღის გამოყენება. სირიის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ასობით დაღუპულზე საუბრობს. სირიის სახელმწიფო ტელევიზია კი ოპოზიციას ბრალს დებს იმაში, რომ სურთ გაეროს ინსპექტორები მოწყვიტონ იმ მისიის შესრულებას, რომელიც შესაძლოა სულ მცირე ორ კვირას გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG