Accessibility links

ევროკავშირი ეგვიპტისათვის დახმარების შემცირებაზე მსჯელობს


ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ეგვიპტის კრიზისზე იმსჯელებენ. ევროკავშირი მსჯელობს შეუმციროს თუ არა დახმარებას კაიროს ეგვიპტეში სამხედრო ძალების მიერ დამხობილი პრეზიდენტის მომხრეების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენების შემდეგ. ევროკავშირის ეგვიპტის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ბოლო წელს კაიროს 5 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას დაჰპირდა. ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრიუსელი ასევე განიხილავს დაუწესოს თუ არა ეგვიპტეს იარაღის ემბარგო. სამშაბათს პრეზიდენტი ბარაკ ობამამ ვაშინგტონში უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც ეგვიპტისათვის 1.5 მილიარდი დოლარის დახმარების შემცირების საკითხზე იმსჯელეს. იმავდროულად, აშშ-მა დაგმო „მუსლიმანთა საძმოს“ ლიდერის მუჰამედ ბადის დაპატიმრება.
XS
SM
MD
LG