Accessibility links

logo-print

ეგვიპტის სასამართლო მსჯელობს მუბარაქის განთავისუფლებაზე


სამშაბათს ეგვიპტის სასმართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ. აპრილიდან მოყოლებული მოსამართლებმა სამ საქმეზე მუბარაქის პირობითი განთავისუფლების გადაწყვეტილება უკვე გამოტანეს. ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის დაცვა იმედოვნებს, რომ მათი კლიენტი მის მიმართ აღძრული მესამე ბრალდებაშიც გამართლდება. საქმე შეეხება წარდგენილ ბრალდებას, ინფორმაციის მინისტრისაგან უკანანო საჩუქრების მიღების შესახებ. მუბარაქის დაცვის მტავრი გამამართლებელი არგუმენტი ამ საქმეზე ისაა, რომ ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე დააბრუნა უკან საჩუქრად მიღებული 600 ათასი დოლარი.
XS
SM
MD
LG